ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-სა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები ფხენიანს მოლაპარაკების დაწყებისაკენ მოუწოდებენ


აშშ-ს პრ ბეზიდენტო ბარაკ ობამა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მუნბაკი აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ მთლიანად უნდა დათმოს მისი ბირთვული პროგრამა. სეულში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ლიმ საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და სეულმა მიაღწიეს შეთანხმებას იღვაწონ, რათა ფხენიანმა თანხმობა განაცხადოს ჩაებას ექვსმხრივ მოლაპარაკებაში მისი ბირთვული პროგრამის შესახებ. როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა თუ ჩრდილოეთ კორეა სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს მისი ბირთვული პროგრამის საკითხზე დროთა ვითარებაში მას შეუსუსტდება სანქციები და მოხდება ფხენიანის საერთაშორისო საზოგადოებრიობაში რეინტეგრაცია. მისივე თქმით აშშ-ს სპეც-წარმომადგენელი სტივენ ბოსვორთი 8 დეკემბერს ფხენიანს მიემგზავრება, რათა სსფუძველი ჩაუყაროს მრავალმხრივი მოლაპარაკების ახალი რაუნდის დაწყებას. ფხენიანი აი უკვე რვა თვეა ბოიკოტს უცხადებს ამ მოლაპარაკებებს.

XS
SM
MD
LG