ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს დაურეკა



აშშ ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 18 ნოემბერს ტელეფონით დაურეკა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რათა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა განეხილა. ვიცე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ბატონმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას ვარდების რევოლუციის დანაპირების შესრულების მიზნით.

მან ასევე საგანგებოდ აღნიშნა, რომ ყველა მხარემ 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები უნდა შეასრულოს და მოერიდოს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს.

XS
SM
MD
LG