ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში შედგა  ტრადიციული  წიგნების დაჯილდოების ცერემონია


გუშინ ნიუ იორკში შედგა ტრადიციული ყოველწლიური წიგნების დაჯილდოების ცერემონია . ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის პრემია გორ ვიდალს მიანიჭეს.

84 წლის მწერალს პრემია მისი მრავალწლიანი შემოქმედებისთვის და ამერიკულ ლიტერატურაში დამსახურებისთვის მისცეს. მის კალამს ეკუთვნის ისტორიული ნოველები და ესეები. მათ შორის მირა ბრეკინრიჯი, ლინკოლნი და სხვა.

ირლანდიელი წარმოშობის მწერალმა კოლუმ მაკკანმა პრიზი საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებისთვის „მივცეთ მსოფლიოს ბრუნვის საშუალება" მიიღო , საუკეთესო ბიოგრაფიული ნაშრომისთვის კი ჯილდო წილად ხვდა თი ჯეი სტილზს , რომელმაც ნაშრომი მიუძღვნა 19 საუკუნის ამერიკელ მეწარმეს კორნელიუს ვანდერბილტს.

XS
SM
MD
LG