ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში ეკონომიკის
უმნიშვნელო ზრდა შეინიშნება. ცნობილია, რომ რეცესიის დასრულებას მომავალ წლამდე არ
მოელოდნენ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ
გამოქვეყნებულ ექვსი თვის შემაჯამებელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ზრდა
უმნიშვნელოა და იმის განჭვრეტა თუ რა მოხდება მომავალში საკმაოდ რთულია.