ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 წლის წინ ათასობით გაბედული სტუდენტი ჩეხეთში არსებულ კომუნისტურ წყობას აუჯანყდა


20 წლის წინ ათასობით გაბედული სტუდენტი ჩეხეთში არსებულ კომუნისტურ წყობას აუჯანყდა. ისინი შთაგონებულები იყვნენ ერთი კვირით ადრე, ბერლინის კედლის დაცემით, რომელიც გერმანიას საუკუნის მეოთხედის მანძილზე დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად ყოფდა.

თავიდან პილიცია ძალის გამოყენებით ცდილობდა მომიტინგეების დაშლას, მაგრამ ასობით ათასი ადამინის ქუჩებში გამოსვლის შემდეგ, ეს შეუზლებელი გახდა.

დემონსტრაციებს „ხავერდოვანი რევოლუციის" სახელი დაერქვა, რადგან მონაწილეებს მთავრობის მშვიდობიანი გზით დამხობა სურდათ.

კვირების შემდეგ, კომუნისტური მთავრობა გადადგა და 1989 წლის 29 დეკემბერს, დისიდენტი მწერალი ვაცლავ ჰაველი, რომელიც მანამდე მრავალი წელი ციხეში იჯდა, პრეზიდენტი გახდა.

ჩეხეთის სენატში საუბრისას, ბატონმა ჰაველმა ჩეხებს თავისუფლებისთვის მებრძოლთა არ დავიწყებისკენ მოუწოდა.

ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 1989 წლის ცვლილებები იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც წლების მანძილზე მსოფლიოსთვის ჩეხოსლოვაკიის ნამდვილი სახის ჩვენებას ცდილობდნენ.

თუმცა როგორც პრეზიდენტმა, ჰაველმა ვერ შეძლო ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება და 1993 წელს ორი სხვადასხვა ქვეყანა, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი ჩამოყალიბდა. დღეს ორივე ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები არიან.

დღევანდელმა წლისთავმა, ჩეხეთის მთავრობა ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის, მდიდარ და ღარიბ ფენებს შორის არსებული ნაპრალის შესახებ აალაპარაკა.

ამა წლის მარტში ქვეყნის პრემიერ- მინისტრი მარეკ ტოპოლანეკის მთავრობას, პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. ექსპერტები აცხადებენ რომ დღეს ქვეყანას უუნარო მთავრობა ჰყავს და ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება მხოლოდ მომავალი წლის მაისში მოხდება.

ქვეყნის წარმომადგენელი ენერგერტიკულ უსაფრთხოებათა საკითხებში, ვაცლავ ბარტუშკა, რომელიც „ხავერდოვანი რევოლუციის დროს" აქტივისტი სტუდენტი იყო, პრაღის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკური დაძაბულობა დღესასწაულს ჩრდილავს. ამას ადასტურებს ახლახანს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა, რომ ჩეხეთის 10 დან 8 ზრდასრული მოქალაქე პოლიტიკური სიტუაციით უკმაყოფილოა.

დღეს ქვეყანაში კომუნისტური პარტია ამომრჩევლის 15 პროცენტს მოსწონს. თუმცა მიუხედავად ამისა, ხალხი ეჭვობს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ოდესმე ავტოკრატულ რეჟიმს დაუბრუნდება.

XS
SM
MD
LG