ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ 100 მილიარდი დოლარი გაფლანგა


თეთრი სახლის განცხადებით 2009 წელს ფედერალურმა მთავრობამ გაფლანგა 100 მილიარდი დოლარი.

ობამას ადმინისტრაციის ცნობით, 2009 ფისკალური წლის მანძილზე შეერთებული შტატების მთავრობამ დახარჯა 98 მილიარდი დოლარი გამფლანგველ და შეუსაბამო გადასახადებში, რომელიც მიიღეს კერძო პირებმა, ფირმებმა და მოიჯარეებმა.

ხსენებული თანხა აღემატება 72 მილიარდ დოლარს, რომელიც მთავრობამ დახარჯა გასულ ფისკალურ წელს. გუშინ გამართულ პრეს კონფერენციაზე ბიუჯეტისა და მენეჯმენტის სამმართველოს დირექტორმა პიტერ ორზაგმა აღნიშნა, რომ გამფლანგველი დანახარჯების მატება დაკავშირებულია მთავრობის დანახარჯების ზრდასთან, რომელიც რეცესიით არის ნაკარნახევი. ამის გარდა, შეუსაბამო დანახარჯების მატება განპირობებულია ხსენებული დანახარჯების შეფასების მეთოდების ცვლილებით.


XS
SM
MD
LG