ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის ადმინისტრაციას „სწორი გეზი“ აქვს აღებული


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, თეთრი სახლის ადმინისტრაციას „სწორი გეზი" აქვს აღებული როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

პეკინში ვიზიტის დროს მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში, ბატონმა ობამამ განაცხადა, რომ იგი „აბსოლუტურად დარწმუნებულია," რომ მალე ის ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონმდებლობას მოაწერს ხელს იმისდამიუხედავად, რომ დემოკრატიული პარტიის კანონმდებლებმა უკვე რამოდენიმჯერ გადააცილეს ხსენებული კანონმდებლობის გაფორმებისთვის განკუთვნილ ვადებს.

პრეზიდენტმა აგრეთვე დაიცვა გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერის გადაწყვეტილება 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილი ხუთი პატიმრის ნიუ იორკში ფედერალურ სამოქალაქო სასამართლოში გასამართლების შესახებ. მან უარყო ის მოსაზრება, რომლის თანახმადაც ტერორისტებს „აქვთ განსაკუთრებული თვისებები" რომელთა გამო მათი გასამართლება შეერთებული შტატების სისხლის სამართლის სისტემის ფარგლებში თითქოსდა შეუძლებელია.


XS
SM
MD
LG