ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ შეშფოთებულია ისრაელის გადაწყვეტილების გამო


ოფიციალური ვაშინგტონი შეშფოთებას ვერ მალავს ისრაელის გადაწყვეტილების გამო ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში ააგოს 900 ახალი სახლი. ისრაელი ამას აკეთებს მიუხედავად იმისა, რომ ამ გეგმას არ იწონებენ აშშ და პალესტინის ავტონომია. როგორც თეთრისახლის რწნუნებულმა განაცხადა ისრაელის ეს გადაწყვეტილება საგრძნობლად გაართულებს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის მკვდარი წერტილიდან დაძვრის საქმეს. როგორც სახ-დეპის განცხადებაში ნათქვამია ობამას ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ არც ერთმა მხარემ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჟები, რომლებმაც შეიძლება დარტყმის ქვეშ დააყენოს მოლაპარაკებების პერსპექტივა. პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ვერ განახლდება, სანამ ისრაელი არ შეაჩერებს უკანონო დასახლებების მშენებლობას აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. აბასის რწმუნებულმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ისრაელის ეს გადაწყვეტილება ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ამ სახელმწიფოს არ სურს მშვიდობა. შეგახსენებთ, რომ 1967 წლის ომში ისრაელმა ანექსია მოუხდინა აღმოსავლეთ იერუსალიმს, რომელიც უმეტესად არაბებით იყო დასახლებული.

XS
SM
MD
LG