ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს არ სჯერა, რომ ირანი გამოეხმაურება საერთაშორისო ინიციატივას


აშშ სკეპტიკურად არის განწყობილი იმის თაობაზე, რომ ირანი პოზიტიურად გამოეხმაურება გაეროს ინიციატივას ურანის გამდიდრებაზე. როგორც სახდეპის რწმუნებულმა განაცხადა, ის ფაქტი რომ ირანი დღემდე არავითარ რეაქციას არ ახდენს გაეროს ინიციატივაზე და ის რომ მთლიანობაში იგი არ ემორჩილება საერთაშორისო საზოგადოებრიობის მოთხოვნას მის ბირთვულ პროგრამაზე ამტკიცებს იმას, რომ ირანი როგორც სჩანს ოფიციალურ რეაქციას ბოლო ინიციატივაზე არ მოახდენს. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ირანი იქნება პასუხისმგებელი შედეგებისათვის თუ იგი არ დაუმტკიცებს საერთაშორისო საზოგადოებრიობას იმას, რომ მისი ბირთვული პროგრამა მართლაც მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG