ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოკჰოლმში ევროკავშირ-რუსეთს შორის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმება  გაფორმდა


დღეს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთი, ბლოკის სხვა ლიდერებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტს მასპინძლობს. სავარაუდო განსახილველ საკითხთა ნუსხა ასეთია: ენერგო უსაფრთხოება, კლიმატი, ვაჭრობა და ადამიანის უფლებები. შეხვედრა ორ მხარეს შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობის აღდგენისკენაა მიმართული.

ლიდერების შეკრება სტოკჰოლმში ორშაბათს დაიწყო. გუშინვე მოხდა ევროკავშირ-რუსეთს შორის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების გაფორმება, რომელიც ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის თავიდან აცილებას ითვალიწინებს. შეთანხმება იმისთვისაა, რომ შარშან იანვარში გაზის თრანსპორტირებისას წარმოქმნილი უთანხმოების მსგავსი ფაქტებისგან ევროპამ თავი დაიზღვიოს. შეგახსენებთ რომ შარშან რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის გამო ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საწვავის გარეშე იყო დარჩენილი.

თუმცა ანალიტიკოსთა გარკვეული წრე და მათ შორის ტომას ვალასეკი, მიიჩნევენ რომ მიუხედავად 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდგომ გაუმჯობესებული ურთიერთობისა, ევროპისა და რუსეთის მოსაზრება ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე სხვადასხვაა. ვალასეკი ლონდონში, ევროპის რეფორმათა ცენტრში საერთაშორისო და თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

„მხარეები აგვისტოს ომს ნელ-ნელა ივიწყებენ, როდესაც ევროკავშირმა ერთსულოვნად დაგმო რუსეთის ქმედება. თუმცა რუსეთი და ევრო გაერთიანება ომამდელ მდგომარეობას, სტატუს კვოს არ უბრუნდებიან. ჩვენ არ გვაქვს იმედი რომ მხარეები საბოლოოდ დაახლოვდებიან ან საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ სტრატეგიულ თანამშრომლობაში"

ვალასეკის აზრით, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომამდე, არსებობდა იმედი რომ რუსეთი და ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორები გახდებოდნენ და ურთიერთობის ისეთი ფორმა ჩამოყალიბდებოდა, რომელიც ამერიკის გავლენას მსოფლიოზე დააბალანსებდა. მისი თქმით, დღეს მხარეებს შორის პრინციპული უთანხმოებაა ისეთ საკითხებში, როგორებიც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და გამჭვირვალობა.

მიუხედავად ამისა, მათ საერთო ინტერესები აქვთ ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში. ევროპის გასზით უზრუნველყოფა რუსეთზეა დამოკიდებული, რუსეთისთვის კი დასავლეთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მაგალითად გერმანია, რუსეთთან უფრო ახლო ბიზნეს ურთიერთობაზეა ორიენტირებული.

ევროპა გაარგრძელებს რუსეთზე ზეწოლას, სათბური გაზის შემცირების მიმართულებით დეკემბრის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ სამიტზე კოპენჰაგენში.ამასთან ევროპას სურს -რუსეთის კონკრეტული პიზიციის დაფიქსირება, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.


XS
SM
MD
LG