ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ჩინეთიდან სამხრეთ კორეას გაფრინდება


აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩინეთის პრემიერ-მინისტრს ვენ ჯიაბაოს შეხვდა. ლიდერებმა შეხვედრისას მიმოიხილეს ორივე მხარისათვის საინტერესო საკითხები. შეხვედრის წინ წარმოთქმულ მოკლე სიტყვაში ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ჩინეთში ვიზიტის დროს მისი შეხვედრები ჩინეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პროდუქტიული იყო. საპასუხო სიტყვაში ჩინეთის პრემიერ მინისტრმა ვენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტს ჩინეთში ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მან იმედი გამოხატა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის შედეგად ამერიკა-ჩინეთის ურთიერთთანამშრომლობა ახალ ფაზაში შევა. სეულში გაფრენამდე ბარაკ ობამა დაათვალიერებს ჩინეთის დიდ კედელს.

XS
SM
MD
LG