ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი სამხედროები ავღანეთს გაემგზავრნენ - ინტერვიუ ერაყში დაჭრილ ქართველთან  კაპიტან მიხეილ ქუთათელაძესთან


ნატოს საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართველი სამხედროები ავღანეთს გაემგზავრნენ. ასეული, რომელიც ავღანეთში ფრანგულ კონტინგენტთან ერთად იმსახურებს, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა გაწვრთნეს. გაზაფხულზე ავღანეთში დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ, საქართველოს ავღანეთში 800მდე სამხედრო მოსამსახურე ეყოლება. ბატონმა მიხეილმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს ბატალიონი ავღანეთში ამერიკულ სარდლობასთან იმსახურებს. ბატონმა მიხეილმა აღნიშნა, რომ ეს მისია ძალიან რთული და მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ამ მისიის განხორციელაბაც. თუმც მისივე თქმით ქართველმა სამხედროებმა შესაბამისი წვრთნები გაიარეს ამ რთული მისიის შესასრულებლად და ეს წვრთნები მათ ამერიკელებმა ჩაუტარეს. ბატონი მიხეილი დარწმუნებულია, რომ სწორედ ეს წვრთნები იქნება იმის საფუძველი, რომ ქართველმა სამხედროებმა წარმატებით შეასრულონ მათი მისია ავღანეთში.

XS
SM
MD
LG