ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი ავღანეთის საკითხზე კონფერენციის ჩატარების იდეით გამოდის


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოფიციალური ლონდონი მზადაა მომავალ წელს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლოს ავღანეთის საკითხზე. მისივე თქმით კონფერენციაზე უნდა დაისახოს ის კონკრეტული ვადები, რომლებიც შეეხება 2010 წლიდან ავღანეთის უშიშროების კონტროლის სადავეების ავღანეთისადმი გადაცემას. როგორც ბრაუნმა აღნიშნა კონფერენციის მონაწილეებმა უნდა შეიმუშაონ პოლიტიკური ჩარჩოები, რომელიც გახდება ახალი სამხედრო სტრატეგიის შემუშავების ბაზისი. როგორც გორდონ ბრაუნდა აღნიშნა ბრიტანეთის ეროვნულ უშიშროებას ყველაზე დიდ საფრთხეს საერთაშორისო ტერორიზმი უქმნის.

XS
SM
MD
LG