ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაჩნდა ახალი ეჭვები ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ როგორც ჩანს ირანი დღესაც მალავს კონკრეტულ დეტალებს, რომლებიც მის ბირთვულ პროგრამას ეხება. როგორ ამ სააგენტოს მიერ ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი იმის გამო, რომ თეირანმა დიდი დაგვიანებით აუწყა მსოფლიო საზოგადოებრიობას ქალაქ ქომთან ურანის გამამდიდრებელი ცეტრის არსებობის შესახებ გაჩნდა ეჭვი, რომ ირანი შეიძლება სხვა ობიექტებსაც მალავდეს. იქვე ნათქვამია, რომ ქომის ობიექტის მშენებლობა როგორც სჩანს 2002 წელს დაიწყო. საგულისხმოა, რომ ირანის მტკიცებით ეს მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. ვაშინგტონი მოუწოდებს ირანს შეასრულოს ბირთვულ დარგში აღებული ვალდებულებები.

XS
SM
MD
LG