პაკინში დაიწყო მოლაპარაკების მეორე რაუნდი აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ჯინტაოს შორის. მოლაპარაკებას წინ უძღოდა ოფიციალური ცერემონია, რომელიც საპატიო სტუმრის ვიზიტის აღსანიშნავად დიდ სახალხო ხურალში მოეწყო. ცერემონიის დროს ობამამ განაცხადა, რომ დიალოგი აშშ-სა და ჩინეთს შორის არა მარტო ამ ორი სახელმწიფოს, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებშია. თავის მხრივ ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური პეკინი დიდადაა დაინტერესებული მჭიდრო ურთიერთობით აშშ-სთან. მოლაპარაკების მეორე რაუნდის მსვლელობისას მხარეები მიმოიხილავენ ორმხრივი ვაჭრობის, ჩინეთის სავალუტო პოლიტიკის, მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების და ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების საკითხებს. თეთრი სახლის განცხადების თანახმად საუბარში ობამა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხის წამოჭრასაც აპირებს.
პოპულარული
1