ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური ფონდი 2.4  მილიარდ დოლარს გასცემს


გლობალური ფონდი შიდსის, მალარიისა და ტურებკულიოზის დასამარცხებლად წელს 2.4 მილიარდ დოლარს გასცემს. ეს თანხა შარშან გამოყოფილ თანხასთან შედარებით 350 მილონი დოლარით ნაკლებია. ეს მანამდე მოხდა, ვიდრე მსოფლიო ეკონომიკის მძლავრი დაცემა მოხდებოდა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მიშელ კაზატჩკინმა განაცხადა, რომ დაფინანსების შემცირების დონე, შეიძლება არ იყოს მდგრადი, სანამ მდიდარი ქვეყნები საკუთარ ვალდებულებებს არ გაზრდიან. თანხა ადის აბებაში გლობალური ფონდის საბჭოს შეკრებისას გამოიყო. ამერიკის შიდსის გლობალური კამპანიის კოორდინატორი, ელჩი ერიკ გოსბი ადის აბებას შეხვედრას ესწრებოდა.

მისი თქმით, ძნელად მისაღწევ ჯგუფებს შორის არიან რისკის მქონე ადამიანები, რომლებიც ზოგ ქვეყანაში არალეგალი ემიგრანტები ან უმცირესობის წარმომადგენლები არიან, მაგალითან ჰომოსექსუალები. „ასეთი რთულად მისაწვდომი ადმიანები ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში და სამედიცინო სისტემას მასთან დაკავშირების საშუალება არ აქვს. ჩვენ ახლაც ხშირად ვხვდებით ისეთებს, რომლებსაც მკურნალობადაუგვიანდათ და ამით მდგომარეობა გაირთულეს. ისინი მოგვმართავენ მაშინ, როდესაც დასნეულებიდან ათობით დღეა გასული. და ექიმებს მათი მკურნალობაექსტრემალურ მდგომარეობაში უწევთ.“ გოსბის თქმით, ინფექციის დონე სამხრეთ აფრიკასა და ბოცვანაში საკმაოდ მაღალი რჩება. ამის მიუხედავად, ეთიოპია მაინც იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც დაავადებები სხვადასხვა გზითა და წყაროთი ვრცელდება. გოსბი ამბობს, რომ მოსახლეობას შორის ხშირია ეპიდემია. პრობლემა ჰეტეროსექსუალურ წყვილებში სხვადასხვა პარტნიორის ყოლაა.

ქალები შიდსით დაავადების შესახებ დაორსულების შემდეგ იგებენ, როდესაც ექიმთან პირველადი ვიზიტისას დაავადების დასადგენ ტესტს იკეთებენ. ამ გზას შემდეგ მის პარტნიორთან მივყავართ, ვპოულობთ კიდევ სხვა და სხვა კავშირებს და დაავადებულთა მთელ ჯგუფს ვხვდებით, რომლებსაც მანამდე დაავადებაზე არ უფიქრიათ.

გლობალურ დახმარებათა შიდსის ფონდის საბჭოს შეკრებაზე, მომავალი წლის თავმჯდომარედეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრი ტედროს ადანომი აირციეს.

ფონდმა 3 მომაკვდინებელი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად 2002 წელს დიდი რვიანის მიერ დააარსებულ ძლევამოსილ ქვეყანათა შექმნის შემდეგ 18 მილიარდი დოლარი გამოყო. ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე მძლავრი დონორია, რომელიც თანხის მეოთხედს ფარავს. ელჩი გოსბი ასევე ეთანხმება ამერიკის პრეზიდენტის დახმარების გეგმას, რომელიც ეთიოპიას მომავალი ფისკალურიწლის მანძილზე დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობისთვის 350 მილიონი დოლარით უზრუნლევყოფს.



XS
SM
MD
LG