ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯენერალ მოტორსი"  ჯერ კიდევ დიდ თანხებს კარგავს


ამერიკული ავტოინდუსტრიის გიგანტი „ჯენერალ მოტორსი“ აცხადებს, რომ გასულ ივნისს გაკოტრებისგან თავის დაღწევის შემდეგ უკვე ერთ მილიარდზე მეტი დოლარი დაკარგა. თუმცა მიუხედავად ამისა კომპანიის მდგომარეობა გაუმჯობესდა. „ჯენერალ მოტორსი“აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მთავრობის ექვსი მთელი შვიდი მეთედი მილიარდი დოლარის ოდენობის ვალის გასტუმრებას მომავალ თვეს დაიწყებს და ვალს მთლიანად 2011 წლისთვის, ანუ დათქმულ ვადამდე ოთხი წლით ადრედაფარავს. კომპანია ასევე ნაადრევად გეგმავს კანადის მილიარდ ნახევრიანი ვალის გასტუმრებასაც.


XS
SM
MD
LG