ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის პოლიციამ ციხიდან გაქცეული პატიმარი დააკავა  



საბერძნეთის პოლიციამ დააკავა მკვლელი, რომელიც ამ წლის დასაწყისში ციხიდან შვეულმფრენით გამოიპარა. საბერძნეთის მთავრობის ცნობით, დღეს საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ალბანელი ალკეტ რიზაჯი. თებერვალში რიზაჯმა და ბანკის მძარცველმა ვასილის პალეოკოსტასმა შესძლეს პირეასში განლაგებული კორიდალოს ციხიდან გაქცევა შვეულმფრენზე მიბმული თოკის კიბის გამოყენებით. უნდა აღინიშნოს, რომ პალეოკოსტასის ადგილმდებარეობა დღემდე დაუდგენელია.


XS
SM
MD
LG