ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს  პატიმრები შესაძლოა ილინოისში გადაიყვანონ


შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ილინოისის შტატიდან მხარდაჭერას გამოთქვამენ იმ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც გუანატანამოს ციხიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პატიმრების გადაყვანას ილინოისში ითვალისწინებს იმისდა მიუხედავად, რომ რესპუბლიკური პარტიიდან ამ წინადადებას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა.

ოფიციალური პირების ცნობით, თითქმის დაცარიელებული მაქსიმალური უსაფრთხოების ტომსონის ციხე, რომელიც ჩიკაგოდან დასავლეთით 220 კილომეტრით არის დაშორებული, არის სწორედ ის ობიექტი, რომლის შესყიდვას აპირებს ფედერალური ხელისუფლება ხსენებული პროექტის ფარგლებში.

ილინოისის შტატის გუბერნატორი პეტ კვინი და შეერთებული შტატების სენატორი ილინოისის შტატიდან დიკ დურბინი კვირას ილინოისში სხვადასახვა ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ამ პროექტის მხარდასაჭერად.



XS
SM
MD
LG