ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს  და ჩინეთის პრეზიდენტები პეკინში სტუდენტებს შეხვდნენ


შეერთებული შტატების და ჩინეთის პრეზიდენტები პეკინში სტუდენტებს შეხვდნენ. საუბრისას ბარაკ ობამა და ჰუ ჯინტაო სტუდენტებს პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლების შესახებ ესაუბრნენ. შემდეგ ბატონი ობამა ჩინეთის პრეზიდენტმა ოფიციალურ სადილზე მიიწვია.

ხვალ პრეზიდენტებს შორის უფრო გრძელვადიანი შეხვედრა გაიმართება, რომლის დროსაც ისინი კლიმატის ცვლილების, ვაჭრობის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის საკითხებს განიხილავენ. თეთრი სახლი აგრეთვე აცხადებს, რომ ბატონი ობამა ადამიანის უფლებების პრობლემაზეც გაამახვილებს ყურადღებას.


XS
SM
MD
LG