ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის მთავრობა ანტი-კორუფციულ სამსახურს ქმნის


ავღანეთის მთავრობის განცხადებით, შეიქმნება ანტი-კორუფციული სამსახური მაღალჩინოსან ოფიციალურ პირებს შორის დანაშაულებათა გამოსაძიებლად.

დღეს ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰანიფ ატმარმა აღნიშნა, რომ უშიშროების სამსახურების ოფიციალური პირები შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან გაწვრთნიან და მოამზადებენ იმ ავღანელ პროკურორებს, რომლებიც ახლად შექმნილ სამსახურში იმსახურებენ.

ავღანეთის ზედამხედველობისა და კორუფციასთან ბრძოლის სამსახურის უფროსმა მოჰამედ იასინ ოსმანმა ამერიკის ხმისთვის ახლახან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ავღანეთის მთავრობამ უნდა შეამციროს კორუფციის დონე.



XS
SM
MD
LG