ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს  ციხიდან პატიმრებს ილინოისის შტატის ციხეში გადაიყვანენ 


შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებით, გუანტანამოს ყურის ციხიდან პატიმრები ილინოისის შტატის ერთ-ერთ თითქმის ცარიელ ციხეში იქნებიან გადაყვანილი. ისინი ფედერალურ ციხეში მყოფ პატიმრებს შეუერთდებიან.

შაბათს გაკეთებულ განცხადებაში, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ ტომპსონის მაქსიმალური უსაფრთხოების ციხე 220 კილომეტრითაა დაშორებული ჩიკაგოდან და ერთ-ერთი ყველაზე რეალური ადგილია, რომლის ყიდვაზეც მთავრობა სერიოზულად ფიქრობს. ციხეში 1600 საკანია. განცხადებაში ნათქვამი არ არის რამდენი პატიმარი იქნება გვანტანამოდან ილინოისში გადაყვანილი.

ილინოისის გუბერნატორის განცხადებით, ციხის ფედერალური მთავრობის მიერ გამოყენება ადგილობრივ დონეზე სამუშაო ადგილებს შექმნის.

XS
SM
MD
LG