ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვასლავ ჰაველმა გახსნა ხავერდოვანი რევოლუციის 20 წლისთავისდმი მიძღვნილი ცერემონია.
ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო კონცერტი რომელშიც მსოფლიოს ვარსკვალავები იღებდნენ მონაწილეობას. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მილოცვა გაუგზავნა ჩეხ და სლოვაკ ხალხს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 17 ნოემბერს პრაღაში ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა, რომელის სულისჩამდგმელი, დისიდენტი ვასლავ ჰაველი გახლდათ.