ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

21 ქვეყნის ლიდერი სინგაპურში შეიკრიბა



წყნარი ოკეანის სანაპიროს 21 ქვეყნის ლიდელრი დღეს სინგაპურში შეიკრიბა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასაძლევი სტრატეგიისა და ერთმანეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის დამყარების შესაზლებლობის განსახილველად.

აზიის წყნარი ოკეანის ეკონომიკური ფორუმის ლიდერები ერთმანეთს დაეთანხმნენ იმაში რომ ეკონომიკური აღმავლობა ჯერ ისევ შეუმჩნეველია.

ფორუმზე გამოიკვეთა მოსაზრება, რომ აუცილებელია მეტი თანამშრომლობა იმისთვის, რომ დაიძლიოს პროტექციონიზმი და მოხერხდეს სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. ავსტრალიის პრემიერ მინისტრის კევინ რადის განცხადებით, წყნარი ოკეანის ქვეყნებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ევროკავშირის მსგავსი მოდელი უნდა შეიმუშავოს, რაც წყნარი ოკეანის ქვეყნების ერთმანეთთან უფრო აქტიური თანამშრომლობის გარეშე ვერ მოხერხდება.



XS
SM
MD
LG