ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში მშიერი ხალხის რაოდენობა 1 მილიარდს გადააჭარბებს 


მსოფლიოს სურსათის პროგრამის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, წელს მსოფლიოში მშიერი ხალხის რაოდენობა 1 მილიარდს გადააჭარბებს.


სურსათის ნაკლებობამ და მშიერი ხალხის რაოდენობის სისტემეტიურმა ზრდამ გაეროს სურსათის პროგრამას პირველად მის ისტორიაში აიძულა ინდივიდუალური პირებისთვის მიემართა დახმარებისთვის. სურსათის სააგენტომ დაიწყო ახალი პროგრამა, რომელსაც მილიარდი მილიარდისთვის ჰქვია.

პროგრამა იმას გულისხმობს, რომ განვითარებად ქვეყნებში ერთმა მილიარდმა ადამიანმა კვირაში ერთი დოლარი გაიღოს მსოფლიოს ღატაკი მოსახლეობისთვის. სურსათის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კვირაში ერთი დოლარის გაღებას ადამიანების სიცოცცხლის გადარჩენა შეეძლება.



XS
SM
MD
LG