ინდოეთის ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ ინდოეთის დასავლეთითსამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ამჟამინდელი მონაცემებით დაღუპულია 7 ადამიანი.
"მანდორ ექსპრესის" 15 ვაგონი რელსებს აცდა ქალაქ ჯაიპურთან. მაშველები მეტალის მჭრელებით ცდილობდნენ მგზავრების გამოყვანას ვაგონებიდან. სავარაუდოდ ავარიის მიზეზი გახდა კონდენცირებისა და გათბობის სისტემაში რელსებიდან მოტეხილი ნაწილის მოხვედრა.