სლოვენიამ ხელი მოაწერა პროექტს , რომელიც რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტს შეუწყობს ხელს.
სამხრეთ ნაკადის პროექტი რუსეთის რიგით მეორე დაგეგმილი მილსადენია, რომელიც მას ევროპის ბუნებრივი აირით მიწოდებაში წამყვან პოოზიციაზე აყენებს. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ სლოვენური ბუნებრივი აირის დისტიბუტორი გეოპლინ პლინოვოდი და რუსეთის კომპანია გაზპრომი. თავის მხრივ ევროკავშირიმხარს უჭერს ნაბუკოს მილსადენის პროექტს, რომელიც რუსეთს გვერდს აუვლის.
შეგახსენებთ რომ ევროპაში რუსეთის ერთადერთი ბუნებრივი აირის მიმწოდებლის რეპუტაცია მაშინ შეილახა, როდესაც იანვარში უკრაინასთან ფასებზე დავის გამო გადაკეტა ევროპის მომარაგება.