დაიღუპა მსოფლიოს გამოჩენილი სლოვენი მთასვლელი თომას ჰუმარი .44 წლის
მთასვლელი ჩრდილოეთ ნეპალის 7200 მეტრის
სიმაღლის მწვერვალის დაპყრობის მცდელობისას გარდაიცვალა.
სავარაუდოდ,
ასვლისას იგი მოწყდა თოკიდან და დაშავდა. ბოლოჯერ მასთან კონტაქტი სამშაბათს განხორციელდა
სადაც რადიო გადამცემით შველას ითხოვდა.
ამინდის პირობების
გაუარესებამ მაშველთა დროული მისვლა შეაფერხა. ჰუმარი მოტეხილი ფეხითა და ხერხემლით
მკვდარი აღმოაჩინეს.