ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეიტონის უნივერსიტეტი ადამიანების ტრეფიკინგზე ამახვილებს ყურადღებას


არასრულწლოვანი ტერეზა ფლორესი დეტროიტში იზრდებოდა, მაშინ როდესაც ერთ ღამეს მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ტერეზა შინ ავტომობილით მისმა ამხანაგმა ყმაწვილმა წაიყვანა და გზაში გააუპატიურა იგი.

თანაც მოძალადემ საკუთარი დანაშაულის აღმბეჭდავი ფოტოებიც გადაიღო. ფლორესის თქმით, მოძალადემ ეს ფოტოები მის დასაშინებლად გამოიყენა და ამ გზით პროსტიტუციისკენ უბიძგა ტერეზას. გოგონა ორი წლის განმავლობაში იყო ტერფიკინგის მსხვერპლი:

„შენ მონად ხარ ქცეული. თუმცა ფიზიკურად არაფერი გაკავებს. ამიტომაც ზოგი ადამიანი სრული სიღრმით ვერ აცნობიერებს ამ პრობლემას". გვეუბნება ტერეზა.

მარკ ენსალაკო დეიტონის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამას ხელმძღვანელობს. ამ პროგრამის დახმარებით მოწყობილი კონფერენცია ტერეფიკინგის გამო განგაშის ატეხვას ისახავდა მიზნად:

„გლობალურად სექს-ტრეფიკინგს ძალზე დიდი მასშტაბები აქვს მოპოვებული. მუშახელის არალეგალური გადაყვანა კი მსოფლიოს ყველაზე დიდი ტერფიკინგს წარმოადგენს". ამბობს ბატონი ენსალაკო.

კონფერენციის ორგანიზატორები ცდილობენ, რომ სოციალური დაცვის სამსახურებისა და კანონის დამცველი ორგანოების ერთობლივი მუშაობის გააქტიურებას მიაღწიონ. კონფერენციაში შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებიც იღებდენ მონაწილეობას:

„მათ ოჰაიოში ათობით მეძავთა გადამყვანი დააკავეს და ორმოცდაათამდე ქალი და გოგონა გაათავისუფლეს. მათგან ყველაზე პატარა ათი წლისაა". მოგვითხრობს მარკ ენსალაკო.

„ამერიკელებს ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ საზღვარგარეთ ხდება ან კიდევ, რომ ამერიკაში ქალები მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპიდან და სხვა ასეთი ადგილებიდან შემოჰყავთ. მათ ვერ წარმოუდგენიათ ის, რომ ასეთი რამ ჩმნაირ ამერიკელს შეიძლება დაემართოს. ხოლო სანამ ხალხი ამას არ გააცნობიერებს არაფერი შეიცვლება". გვეუბნება ტერეზა ფლორესი.

ახლა ფლორესი აქტიურად ექომაგება ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებს. იგი აგრეთვე მსხვერპლთა სარეაბილიტაციო სახლის დირექტორიცაა.

სახლში მხოლოდ ათი ქალის განთავსებაა შესაძლებელი. მთელს შეერთებულ შტატებში სულ სამი ასეთი სახლია. ამერიკაში კი ყოველწლიურად ტრეფიკინგის ას ათასზე მეტ მსხვერპლს ითვლიან.


XS
SM
MD
LG