ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსახიობი გვინეტ პელტროუ ქალთა უფლებებს იცავს


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით,მსოფლიოში სამი ქალიდან ერთი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება ძალადობის მსხვერპლი.

ჰოლივუდის ვარსკვლავი მსახიობი გვინეტ პელტროუ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებთან ერთად ძალას არ იშურებს იმისათვის,რათა ამერიკის კონგრესმა ქალებზე ძალადობის საერთაშორისო აქტი დაამტკიცოს. აქტის დამტკიცების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები საერტაშორისო ვალდებულებას აიღებს მსოფლიოს მასშტაბით ქალთა უფლებები დაიცვას და ნებისმიერ ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს.ამ აქტის დამტკიცების შედეგად ასევე დაფუძნდება ფონდი,რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში ქალებზე ძალადობის საწინააღმდეგო პროგრამას მოხმარდება.

დაუნდობელი და სასტიკი ძალადობის მსხვეპლნი ძირითადად დაუცველი და უსუსური ქალები ხდებიან.

აი, რას ჰყვება ძალადობის მსხვეპლი კონგოს დემოკრატიული რესპუნლიკიდან დევნილი ქალბატონი:

„ამ შემთხვევამ გულში უდიდესი ტკივილი დამიტოვა.უკან ვეღარასდროს დავბრუნდები,მითუმეტეს მას მერე,რაც თავს გადამხდა „

კონგოს რესპუბლიკაში მსგავსმა შემთხვევებმა განსაკუთრებით სამოქალაქო ომის შემდეგ მოიმატა.მეამბოხეები ამ ქალს სახლში შეუცვივდნენ, გაძარცვეს, სახლი გადაწვეს და შემდეგ შვილის თვალწინ გააუპატიურეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დიდი ხანია,რაც მსოფლიოში ქალთა უფლებების აქტიურად იცავს.

„ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ქალებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს სასტიკად გმობს.მსგავსი დანაშაულის ჩადენა და მასზე ხელის დაფარება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ტოლფასი გახლავთ."

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ამ პრობლემების დასაძლევად ჰილარი კლინტონმა 17მილიონი დოლარის დახმარება გადაუგზავნა.თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები აცხადებენ,რომ ეს თანხა საკმარისი მაინც არ არის.

გაეროს კეთილი ნების ელჩმა მსახობმა გვინეტ პელტროუმ ამერიკის კომგრესში გამოსვლისას აღნიშნა:

„სამწუხაროდ , ქალებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სათანადო სამართლიანობით არ განიხილავენ.ამის მიზეზი კი ალბათ ის არის,რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები სახელმწიფო და სოციალურ დონეზე არ განიხილება."

ქალებზე განხორციელებული ძალადობის საწინააღმდეგო კანონის სულისჩამდგმელი 2007 წელს დემოკრატი სენატორი ჯონ ბაიდენი გახლდათ.თუ მისი კეთილშობილური წამოწყება უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდა და ამერიკის კონგრესმა ეს კანონი მიიღო, ფონდის საშუალებით მსოფლიოში ძალადობის მსხვერპლ ქალებს ფინანსური და სოციალური დახმარება გაეწევათ. ასევე გარკვეული თანხები გაიცემა ქალთა განათლებისა და პოლიციელთა საწვრთნელი პროგრამების დაფინანსებისთვისაც.

სინა ვანი კამბოჯაში ქალებზე ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით მუშაობს. 13წლის თავად იქცა ძალადობის მსხვერპლად, როცა საკუთარმა მშობლებმა საროსკიპოს მიჰყიდეს.

„ყოველ დღე უნდა მეშოვნა ფული.თუ არადა ელექტროშოკით მსჯიდნენ"

სინა ვანი ორი წელი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა,ვიდრე ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ მასზე არ იზრუნა და სარისკიპოდან გამოიყვანა.ახლა კი მას მწარე გამოცდილების შემდეგ თავად სურს ტანჯულ ქალებს დაეხმაროს.

მელანი ვერვეერი ამერიკის სახლემწიფო დეპარტამენტში მსოფლიო ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს. მისი განცხადებით, ქალებზე ძალადობის საკითხი ყველა ქვეყნაში ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხად უნდა ითვლებოდეს.

„ერთი რამ ცხადია,სუსტი მართველობისა და რადიკალური მიმართეულებების მქონე სახლემწიფოები ქალებზე ძალადობის შემთხვევებით განსაკუთრებით გამოირჩევიან"

დღესდღეობით ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები- ქალთა უფლებების დამცველ ცნობილ ქალბატონებთან ერთად ამერიკის კონგრესის საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან.ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამერიკის შეერტებული შტატები მსოფლიოში ქალთა უფლებების მთავარ და აქტიურ დამცველად მოგვევლინება.



XS
SM
MD
LG