ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნება ავღანეთში?


პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ მალე მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე თუ დამატებით რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნება ავღანეთში.

ტოკიოში სტუმრად მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან იუკიო ჰატოიამასთან ერთად მოწყობილი პრეს-კონფერენციის მსვლელობისას პრეზიდენტმა ობამამ თავი გაიმართლა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ფეხს სულაც არ ითრევს და გადაწყვეტილების მიღება იმიტომ გაჭიანურდა, რომ თეთრ სახლს შეცდომის დაშვების თავიდან აცილება სურს.

პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ავღანეთში გატარებული პოლიტიკა შეერთებული შტატების ტერორიზმისგან დაცვას უნდა უწყობდეს ხელს, თუმცა ამერიკა ავღანეთში უვადოდ დარჩენას არ აპირებს.


XS
SM
MD
LG