ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი ჟურნალისტის დღიური


კემბრიჯის უნივერსიტეტში გამოფინეს ბრიტანელი ჟურნალისტის გარეტ ჯონსის ხელნაწერი დღიური, რომელიც გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში უკრაინაში სტალინის რეჟიმის მიერ შიმშილობის ხელვნურად გამოწვევას აღწერს. „ჰლოდომორის“ სახელით ცნობილი შიმშილობის დროს ჯონსმა უკრაინაში მალულად შეღწევა მოახერხა.

იგი ასევე მალვით დადიოდა სოფლიდან სოფელში და დაწვრილებით აღწერა შიმშილობის ხელოვნურად გამოწვევის ფაქტი. ცნობილია, რომ „ჰლოდომორს“ უკრაინისა და რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში ოთხ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.



XS
SM
MD
LG