ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფეშევარში ირანის საკონსულოს პრესმდივანი მოჰკლეს


პაკისტანის პოლიციის განცხადებით,ორმა შეიარაღებულმა პირმაფეშევარში ირანის საკონსულოს პრესმდივანი აბულ ჯაფრი სიცოცხლეს გამოასალმა. აბულ ჯაფრის ცეცხლი მკვლელებმა საკუთარი ბინიდან გამოსვლის დროს გაუხსნეს.იგი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ შემთხვევას „არაადამიანური“ უწოდა და პაკისტანის მთავრობას მოუწოდა დიპლომატიურ შენობებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიეროს.


პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც ასევე დაგმო დიპლომატზე განხორციელებული თავდასხმა.


XS
SM
MD
LG