ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ავღანეთის სამომავლო  სტრატეგია


თეთრის სახლის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეროვნული უშიშროების გუნდთან ერთად ამერიკის მიერ ავღანეთში სამომავლო სტრატეგიას განიხილავს.

გუშინ პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთის პოლიტიკის განხილვისას მრჩევლებს მოსთხოვა განსაზღვრონ,თუ რამდენადაა შესაძლებელი ამერიკის სამხედრო ძალებმა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ ქაბულს გადააბაროს.

პრეზიდენტი ობამას მიერ ავღანეთის სტრატეგიის სასწრაფო გადახედვაზე მოთხოვნა - ავღანეთში ამერიკის ელჩის კარლ ეიკენბერის განცხადებას დაემთხვა:

„ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ავღანეთის მთავრობას ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი აღებული ვალდებულება პირნათლად შეასრულოს“ -განაცხადა ბატონმა ეიკენბერიმ.

შეგახსენებთ,რომ გასულ კვირას ბატონმა ეიკენბერიმ ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის კორუფციასთან კავშირის შესახებ ეჭვი გამოთქვა.


XS
SM
MD
LG