ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნედა აღა სოლტანის სახელობის სტიპენდია


ირანი ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ თეირანში მიმდინარე დემონსტრაციისას მოკლული ახალგაზრდა ქალის ნედა აღა სოლტანის სახელობის სტიპენდიის დაარსებას აპროტესტებს.

ნედას მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა ირანის ანტისამთავრობო დემონსტრაციის სიმბოლოდ იქცა. წერილში, რომელიც ლონდონში მდებარე ირანის საელჩომ გაუგზავნა ოქსფორდის უნივერსიტეტს ნათქვამია, რომ უმაღლესი სასწავლებლის პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვა ეჭვის ქვეშ აყენებს მის კომპეტენტურობას.

ზემოთქმული სტიპენდია ირანელი სტუდენტების დასახმარებლადაა გათვლილი.



XS
SM
MD
LG