ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალელმა მეკობრეებმა საბერძნეთის გემი ჩაიგდეს ხელთ


სომალელმა მეკობრეებმა კიდევ ერთი სატვირთო გემი ჩაიგდეს ხელთ. საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის 22 წევრია. აქედან სამი ბერძენი და 19 ფილიპინელია. გატაცება ინდოეთის ოკეანეში სეიშელის კუნძულებთან მოხდა. გემს ტვირთი კუვეიტიდან სამხრეთ აფრიკაში გადაჰქონდა. ოქტომბრის თვიდან მოყოლებული ეს უკვე ინდოეთის ოკეანეში მეკობრეების მიერ გატაცებული მერვე ხომალდია. მეკობრეებს მძევლად ჰყავთ აყვანილი 12 გემის 200-მდე ეკიპაჯის წევრი.

XS
SM
MD
LG