ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ალენ მუჰამედი ვირჯინიის შტატში სიკვდილით დასაჯეს


გუშინ სიკვდილით დასაჯეს პიროვნება რომელმაც 7 წლის წინ ვაშინგტონის გარეუბნებში სნაიპერული თავდასხმები განახორციელა. ჯონ ალენ მუჰამედის სასჯელის აღსრულება ლეტალური ინექციით მოხდა. ციხის წარმომადგენლის განცხადებით მუჰამედს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ დაღუპულთა ნათესავები, თავად მუჰამედის ოჯახის წევრები და ადვოკატები. ადვოკატებმა ვირჯინიის გუბერნატორს შეწყალება და სიკვდილით დასჯის უვადო პატიმრობით ციხეში ყოფნით შეცვლა სთხოვეს. უზენაესმა სასამართლომ ორშაბათს უარი განუცხადა ადვოკატებს შეწყალებაზე.

XS
SM
MD
LG