ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანში ორი ოპოზიციონერი ინტერნეტ აქტივისტი გაასამართლეს


აზერბაიჯანში ორი ოპოზიციონერი ინტერნეტ აქტივისტი გაასამართლეს. როგორც მათი მხარდამჭერები ამბობებ, დაპატიმრების მიზეზი ოფიციალური ბაქოს კრიტიკაა.

ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მალის 2 წლიანი და 2 წელიწად ნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ოფიციალური ვერსიით მიზეზი ერთი წლის წინ ბაქოს ცენტრში მდებარე რესტორანში მომხდარ ჩხუბიში მონაწილეობაა.

ბლოგერებს ბრალი ხულიგნობისა და სხეულის მსუბუქი დაზიანების მიყენების მუხლით წაუყენეს.

მათი დაპატიმრება ჰაჯიზადეს მიერ ინტერნეტ საშუალებებში გამოჩენილ აზერბაიჯანის პრეზიდენტის კარიკატურას დაემთხვა, სადაც ილჰამ ალიევი პრეს-კონფერენციას ვირის ფორმაში გადაცმული მართავს.

XS
SM
MD
LG