ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი აზიაში ხუთშაბათს გაემგზავრება


ამერიკის შეერებული შტატების პრეზიდენტი უარყოფს ბრალდებებს რომ მისი ადმინისტრაცია საკმარის ზეწოლას არ ახდენს ჩინეთზე ისეთ საკითხებში, როგორიც მაგალითად ადამიანის უფლებათა დაცვაა.

პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხები აუცლილებლად წამოიჭრება ჩინეთის პრეზიდენტ, ჰუ ჯინტაოსთან საუბრისას, ობამას პირველი ვიზიტისას აზიაში.

საინფორმაციო სააგენტო როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდტთან მისი საუბრის ძირითადი თემები იქნება: კლიმატის ცვლილება, ვაჭრობა და ადამიანის უფლებები.

ობამას თქმით, ის სავსებით ეთანხმება ჩინეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების არსებობას. პრეზიდენტი აზიაში ხუთშაბათს გაემგზავრება, ვიზიტის ფარგლებში ის პეკინსა და შანხაის მოინახულებს.

XS
SM
MD
LG