ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ჯარების ქვეყნის გარეთ გამოყენების პირობები დაკანონდა-ინტერვიუ პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძესთან


ბატონმა თორნიკემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს თავდაცვის შესახებ, რომელიც რუსული ჯარების რუსეთის ფარგლებს გარეთ გამოყენებას ეხება.თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისა და რუსი სამხედროების დაცვის უფლება ენიჭება, ასევე როცა სხვა ქვეყანაზე ხდება თავდასხმა და ეს ქვეყანა დახმარებას თხოვს რუსეთს. უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების გადაწყვეტილებას პირადად პრეზიდენტი იღებს. ბატონი თორნიკეს აზრით ამ კანონის მიღებით რუსეთმა დაანახა საერთაშორისო საზოგადოებრიობას, რომ საჭიროების შემთხვევაში მას იურიდიული უფლება ექნება აგვისტოს მსგავსი ქმედებები გაიმეოროს.

XS
SM
MD
LG