ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბარაკ ობამას შეხვდა


ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსა და აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის ვაშინგტონში გამართულ შეხვედრის ემდეგ თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა მთელი რიგი საკითხებისა მიმოიხილეს, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობა უშიშროების დარგში, ირანის პრობლემა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების საკითხის წინ წაწევისათვის აუცილებელი გზების გამონახვა. მანამდე ნეტანიაჰუმ სიტყვით მიმართა ჩრდილოეთ ამერიკაში ებრაელთა ფედერაციის შეკრებას, სადაც აღნიშნა, რომ მოლაპარაკება პალესტინელთა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

XS
SM
MD
LG