ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბ და ებრაელ ამერიკელთა  შეკრება ვაშინგტონში


ვაშინგტონში, პრეზიდენტი ბარაკ ობამას ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო ინიციატივის მხარდასაჭერად ,30 არაბულ-ამერიკული და ებრაულ-ამერიკული ორგანიზაცის წარმომადგენელი შეიკრიბა.ეს თანადგომა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთის მიმართდასახული ინიციატივების გამო გაუწიეს.

ვიდრე ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბული ურთიერთობა გრძელდება,არცთუ მეგობრულად განწყობილი არაბი და ებრაული წარმოშობის ამერიკელები ვაშინგტონში კონფლიქტის გადაჭრის საერთო გზებ ეძიებენ.

ჯეიმს ზოგბი არაბულ-ამერიკული ინსტიტუტის პრეზიდენტია .მას იმედი აქვს,რომ შეკრებაზე მიღწეული შეთანხმება ამერიკის კონგრესამდე აუცილებლად მიაღწევს. ჯეიმს ზოგბის აზრით ,თუ შეთანხმება შედგა, ეს ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივი ურთიერთობებისკომიტეტის მხრიდან აბსოლუტურადახალი წამოწყება იქნება. შეგახსენებთ,რომ ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივი ურთიერთობებისკომიტეტი ამერიკის შეერთებულ სტატებში ისრაელის სახელმწიფო ინტერესების პირდაპირ ლობირებას ახდენს.

ჯეიმს ზოგბი აღნიშნავს: „ჩვენ გვჯერა,რომ ებრაელ და პალესტინელ ხალხებს საერთო ინეტერესები ამოძრავებთ.ორივე მხრიდან გაჩენილ პრობლემას საერთო ძალისხმევით დაესმებოდა პასუხი,რომ არა პრო-ისრაელური პოლიტიკის მატარებელი ებრაული ორგანიზაცია ამერიკაში, რომელიც პრინციპულად დათვურ სამსახურს უწევს ისრაელს და საკუთარ მეზობლებთან მუდმივად მტრულ ურთიერთობაში ამყოფებს.“

ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივი ურთიერთობებისკომიტეტი კონკრეტულ პროგნოზებს არ აკეთებს და ამ შეხვედრას ამერიკა-ისრაელის ურთიერთობაში უნიკალურსუწოდებს.

არაბულ-ამერიკული ინსტიტუტის დირექტორს ჯეიმს ზოგბის სჯერა,რომ ებრაელი და არაბი ეროვნების ამერიკელთა ურთიერთთანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთში ისრაელის მიერ ტერიტორიების ოკუპაციას დაასრულებს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების განვითარებას ხელს შეუწყობს.

ბატონი ჯერემი ბენ-ამიც ,რომელიც ებრაული ორგანიზაციაჯეისტრიტის დირექტორია, ამ აზრს ეთანხმება.იგი დარწმუნებულია,რომ ისრაელის მხრიდან ოკუპაცია ახლო აღმოსავლეთში ებრაული სახელმწიფოს მიმართ სიბრაზეს თუ გააღვივებს.მსგავსი ქმედება ასევე არ შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ინტერებსაც. „ჩვენ მშვიდობა და უსაფრთხო თანაარსებობა გვსურს.ყველა აქ მყოფს ეს მიზანი ამოძრავებს.გვინდა,რომ კონგრესმა ამერიკელი ებრაელების სახით ქვეყნის საზოგადოებაში დასაყრდენი ძალა დაინახოს.“

კრისტინა ჩენი თეთრი სახლის საზოგადოებასტან ურთოერთობის სამსახურის თანამშორმელია.მისი აზრით: „ჩვენ მხოლოდ არაბი და ებრაელი ამერიკელების თანადგომით შევძლებთ ახლო აღმოსავლეთის ჩიხიდან გამოყვანას. მცდარია აზრი,რომ გულისა და გონების შეცვლა მხოლოდისრაელისა და პალესტინის ხალხებს სჭირდებათ, აზრი და გული აქამერიკაში უნდა შეიცვალოს .ამერიკაში მცხოვრებმა ებრალებმადა არაბებმაც უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე."

რიჩარდ გუდვინი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დიალოგის ქსელის დამაარსებელი გახლავთ.მის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია დღემდე 25ათას არაბ და ებრაელ ბავშვს დაეხმარა. აი რას ამბობს იგი: „ჩვენ მშვიდობიან სვლებს ვმართავთ და ებრაელ და არაბ ბავშვებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ.სამწუხაროდ ამ ასაკისბავშვები ისრაელის ტერიტორიაზე ყველაზე მეტად იჩაგრებიან.არაბული სკოლები ისრაელში სეგრეგაციაში იმყოფებიან“

მთელს დედამიწაზე- ვაშინგტონი იქნება ეს თუ წმინდა მიწა, მსგავსი ურთოერთობები ებრაელ და არაბ ხალხებს შორის ჩატეხილი ხიდების გამთლიანებას შეუწყობს ხელს.


XS
SM
MD
LG