ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთმა ტერიტორია დაიბრუნა


საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის სამხედრო შენაერთებმა იემენთან საზღვრის მთიან რეგიონზე კონტროლი დაიბრუნეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის პრინცი ხალიდ ბინ სულტანის განცხადებით, დოხანის მთიან რეგიონში სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც საუდის სამეფოს შეიარაღებულმა ძალება ხუთი დღის განმავლობაში ინტენსიურად ბომბესშიიტი მეამბოხეების გამაგრებული წერტილები. შეტაკებებისას სამეფოს სამი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი უგზო უკვლოდ დაიკარგა. საუდის არაბეთის მთავრობის განცხადებით,სამეფო მხოლოდ მის ტერიტორიაზე გადმოსულ მეამბოხეებს ებრძვის, მაგრამ ჩრდილოეთ იემენში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ სამხედრო ოპერაცია მათ ტერიტორიაზეც გადავიდა.


XS
SM
MD
LG