ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამომავლო სტრატეგია ავღანეთის მიმართ 


ბრიტანეთის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, ავღანეთის ეროვნული უშიშროების ძალები ქვეყნის 2014 წლისთვის ქვეყნის დამოუკიდებლად დაცვას შეძლებენ. ეს შეერთებული შტატების მიერ გაკეთებულ პროგნოზზე ერთი წლით დაგვიანებაა.

საჰაერო ძალების მარშალი ჯოკ სტირაპის თქმით, ნატოს მეთაურის, გენერალი სტენლი მაკკრისტალის დასკვნა ზედმეტად ოპტიმისტურია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე რამდენიმე ხანია განიხილავს ავღანეთში დამატებეითი ძალების გაგზავნის შესაძლებლობას.

სტირუპის თქმით, ვაშინგტონის მიერ გადაწყვეტილების დაყოვნება ბრიტანეთის შეშფოთებას იწვევს. დამატებითი ძალების გაგზავნის გარეშე მიმდინარე სტრატეგიის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება და თუ გადაწყვეტილება მალე არ იქნა მიღებული, ბრიტანეთს კიდევ ერთხელ მოუწევს დაფიქრება არსებულ სტრატეგიაზე.


დღეს ავღანეთში 9000 ბრიტანელი ჯარისკაცი იბრძვის.


XS
SM
MD
LG