ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ბომბი ხალხით გადატვრთულ ბაზარში აფეთქდა


ოფიციალური პაკისტანის ცნობით, სატვირთო ავტონამქანაში დამონტაჟებული ბომბი ხალხით გადატვრთულ ბაზარში აფეთქდა. აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

წინასწარი ცნობების თანახმად, იერიშის სამიზნე ადგილობრივი მერი აბდულ მალიკი იყო. იგი 11 დაღუპულ ადამიანთა შორისაა. მალიკი თავდაპირველად თალიბთა დაჯგუფების წევრი იყო, ხოლო მოგვიანებით პოზიცია შეიცვალა და მათ წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. პოზიციის შეცვლის შემდეგ მალიკიზე რამდენიმე მკვლელობის მცდელობა იყო განხორციელებული.



XS
SM
MD
LG