ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ამერიკის ებრაულ საზოგადოებას ხვდება


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ვაშინგტონში ჩავა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის განხილვის მიზნით მას შემდეგ, რაც პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ამერიკის ებრაული საზოგადოების ლიდერებს შეხვდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრასაც გეგმავს.

ამასობაში ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა თხოვნით მიმარათა თავის პალესტინელ კოლეგას, რათა ამ უკანასკენლმა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ მიიღოს იანვარში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.


XS
SM
MD
LG