ამერიკის შერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გეგმას დაუჭირა მხარი.
219 დემოკრატს ერთი რესპუბლიკელიც შეუერთდა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამართული კენჭისყრისას. კანონის დამტკიცებისთვის 218 კონგრესმენის ხმა იყო საჭირო.პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ამას ისტორიული გამარჯვება უწოდა და იმედი გამოთქვა რომ სენატი უახლოეს ხანში დაამტკიცებს ამ კანონს.