ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციკლი" ბერლინის კედლის დანგრევიდან დღემდე"


საბჭოთა სიმბოლიკისთვის ცნობილი ნამგალი და ურო მრეწველობასა დასოფლის მეურნეობაში მომუშავე ხალხისთვის მთავარი იარაღი იყო. თუმცა 20 წლის წინ რკინის ფარდის დემონტაჟს მძიმე მრეწველობის დაკნინება და ინტერნეტზე კონცენტრირებული კოპანიების წინ წამოწევა მოყვა. ამ კონტექსტში საინტერესოა იმ თაობის განსხვავებების შედარება, რომლებიც ერთის მხრივ საბჭოთა კავშირში დაიბადნენ და გაიზარდა და მათი, შეფასება, ვინც დრომ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

ქალაქ გდანსკში კომუნიზმთან მებრძოლისოლიდარობის მოძრაობა ჩაისახა. აქ ასეულობით ადამიანი სამსახურის შემდეგ იკრიბებოდა და ახალ წყობასთან ერთად, ახალ სამსახურს ელოდა. 34 წლისსტაჟის მქონე ვეტერანი, ლუდვიგ პრადზიანსკის ამბობს, რომ დღეს ამ გაერთიანებაში ახალგაზრდები თითქმის აღარ არიან. სანრიდის იახტების კომპანია, რომელიც ბატონ პრადზინსკის მაღაზიიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, 400 ყველაზე ენერგიულ, შემოქმედებითი ნიჭის მქონე ინჟინერსა და ტექნიკოსს აერთიანებს, რომლებმაც გემთსასენში შემცირებასი მოყვნენ. გაყიდვების მენეჯერის მაციეჟ შტომპორის თქმით, ისინი ვინც სამსახური მათმა კომპანიამ სამსახურში აიყვანა ახალგაზრდები არიან და უფრო მეტი მუშაობა შეუძლიათ. „ბევრიმათგანი, ვინც გემთმშენებლობაზე მუშაობდა, ვერ გრძნობდნენ პასუხისმგებლობას გემის იმ ნაწილზე, რომელსაც აშენებდნე. იმიტომ რომ მათთვის არავის უსწავლებია.“

ახალი თაობისთვის მარკეტინგის, ნოვატორული მიდგომის შესწავლა ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის საქმეა. სკოლის დამაარსებელი იშტვან ტამაში ამბობს, რომ კომუნისტური წყობის შეცვლა უფროსმა თაობამ უფრო მტკივნეულად გადაიტანა. მათთვის ვინც ახალ საუკუნეში დაიბადა პრობლემა ნაკლებია, რადგან შედარების საშუალება არ არსებობს. პროცესები ბუნებრივად ვითარდება, მათ ახალი თაობა ფეხს უბამს. ამ დამოკიდებულებამ პოლონელები კომპანია ინტელივაის შექმნამდე მიიყვანა, კომოპანია რომელიც საერთაშორისო კორპორაციებისთვის ინტერნეტ საოცრებებს ქმნის. კომპანია ინტელივაიზი პომერანიის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკში მდებარეობს, აქ, გდანსკთან ახლოს პოლონეთის 80-მდე მაღალი კლასის სამეცნიერო კომპანიაა განთავსებული. პარკის წარმომადგენელიმაგდალენა ზახარჩუკი ამბობს, რომ გემთსაშენის ძველ თანამშრომლებზე უკვე დიდი ხანია არაფერი სმენია. „მათი შემცირების მთავარი მიზეზი ისაა, რომ დროს ვერ აყვნენ, ალბათ ძნელია გამოიგონო რაიმე ინოვაციური, როდესაც სხვა დროში ცხოვრობ. ეს შეუძლია გააკეთოს სტუდენტს, რომელმაც ახლახანს დაამთავრა უნივერსიტეტი და კვლავ ლექტორების მონათხრობითაა შთაგონებული“.

ზახარჩუკის თქმით, გდანსკში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკი სუბსიდიებს ქალაქის ადმინისტრაციიდან და ევროკავშირიდან იღებს. სუბსიდიები, რომლებსაც ასაკოვანი პოლონელი გემთმშენებლები ვეღარ მიიღებენ.

ეს იმის მაჩვენებელია, რომ მომავალი ახალგაზრდა განათლებული თაობისაა. თუმცა ეს მომავალი არ იქნებოდა, თუ თავის დროზე პოლონელი გემთმშენებლების მსგავსად, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში მრავალი ადამიანი არსებული წყობის წინააღმდეგ რომ არ გამოსულიყო.


XS
SM
MD
LG