ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევრობის მაჩვენებელი 10.2 პროცენტამდე გაიზარდა


შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.2 პროცენტამდე გაიზარდა. შრომის დეპარტამენტის განცხადებით, ოქტომბერში დამსაქმებლებმა 190 ათასი ადამიანი შეამცირეს. მიუხედავად იმისა, რომ იანვრის შემდეგ უმუშევრობის მაჩვენებელი ყოველთვიურად მცირდება, ოქტომბრის მაჩვენებელი მაინც იმაზე მაღალია, ვიდრე ეკონომისტები ვარაუდობდნენ. ამერიკის ეკონომიკა მესამე კვარტალში გაიზარდა, მაგრამ 16 მილიონი ამერიკელი ჯერ ისევ ვერ შოულობს სამსახურს.

შრომის დეპარტამენტის სტატისტიკის განყოფილების წარმომადგენლის, კით ჰოლის თქმით, 1983 წლის შემდეგ ამერიკაში დაუსაქმებლობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი მიმდინარე პერიოდშია. „რეცესიის დაწყების შემდეგ 7.3 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა. ეს რიცხვი 5.3 პროცენტია სტაბილური სრულ განაკვეთიანი სამსახურებისა დარეცესია კი უკვე 22 თვეა გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე რეცესიაც და სამუშაო ადგილების დაკარგვაც სიდიდით მეორე კრიზისია ამერიკის ისტორიაში,“ განაცხადა ბატონმა ჰოლმა. ეკონომიკური სირთულეების უკეთესი დემონსტრირებისთვის საკმარისია იმის თქმა, რომ ისეთი ამერიკელების რაოდენობა, რომლებიც ექვს თვეზე მეტია უმუშევრები არიან, 5.6 მილიონია, ეს კი თავის მხრივ ახალი რეკორდია. გრძელვადიანი უმუშევრობის შედგების შესამსუბუქებლად, პრეზიდენტმა ობამამ პარასკევს კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომლითაც უმუშევრობის შემთხვევაში სახელმწიფო დახმარების გაცემას დამატებით 14 კვირით გაუგრძელებს უმუშევარ ადამიანებს. „ასეთი ზომის მიღების საჭოროება ცხადი გახდა უმუშევრობის შესახებ დღეს მიღებულ ანგარიშზე დაყრდნობით. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში გასულ თვეებთან შედარებით სამუშაო ადგილების შემცირება შენელებულია, 10 პროცენტიანი უმუშევრობის მაჩვენებელი მაინც შემაშფოთებელია და სამომავლო ეკონომიკურ სირთულეებზე მიუთითებს,“ თქვა პრეზიდენტმა ობამამ.

კაპიტოლიუმის ბორცვზე კი ბრალის გადაბარების თამაში ისევ გრძელდება. რესპუბლიკელი კონგრესმენი კევინ ბრადი ამბობს: „ამ ადმინისტრაციამ ხალხს ნდობა დაკარგინა თავისი მასტიმულირებელი პაკეტების მიმართ და 10 პროცენტიანი უმუშევრობა კიდევ ერთი დასტურია ამისა.“ თუმცა ეკონომისტების თქმით, მასტიმულირებელმა პაკეტებმა ამერიკის ეკონომიკა უფრო მკვეთრ კვაცას გადაარჩინა. დემოკრატი კონგრესმენი ემი კლობუჩარი აცხადებს: „საქმე იმაში კი არაა რომ ეს რესპუბლიკელებს ან დემოკრატებს ან კიდევ პრეზიდენტს დააბრალო. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯები.“ ეკონომისტების თქმით, პრობლემის გადაჭრა მომხმარებელს შეუძლია, რომელიც ფულის დახარჯვისგან თავს იკავებს სამსახურის დაკარგვის შიშის გამო. შრომის დეპარტამენტის ანგარიშმა ვოლ სტრიტზე არსებული ოპტიმიზმი ჩაახშო. ინვესტორებს ეშინიათ იმის, რომ მომხმარებელი საახალწლო და საშობაო სეზონზე ფულს არ დახარჯავს, ვაჭრობის სფერო კი სწორედ ამ სეზონზე ამყარებს იმედებს შემოსავლების გასაზრდელად.

XS
SM
MD
LG