ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის  ფინანსთა მინისტრი დიდი ოცეულის  ლიდერებს მიმართავს


ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი დიდი ოცეულის ლიდერებს მოუწოდებს- გამონახონ გზა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისას გაწეული ხარჯების შემცირებისთვის.

შოტლანდიაში ქალაქ ენდრიუსში გაიხსნა ორ დღიანი დიდი ოცეულის შეხვედრა. შეხვედრა ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ალისტარ დარლინგმა გახსნა. როგორც ბატონმა დარლინგმა განაცხადა, სანამ კონფერენცია დასრულდება -მნიშვნელოვანია ეს საკითხი მოგვარდეს.

თუმცა შეხვედრის უმეტესი მონაწილე აცხადებს, რომ ამ საკითხის გადაჭრა ორ დღეში ვერ მოხერხდება. დიდი ოცეულის შეხვედრა მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის განხილვასა და მომავალში მისი თავიდან აცილებას ეძღვნება.

შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას კოპენგაგენში იმართება დიდი ოცეულის შეხვედრა კლიმატის ცვლილებების შესახებ.




XS
SM
MD
LG